18:03 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (261)
75 0 0

სალომე ზურაბიშვილმა და ზუზანა ჩაპუტოვამ თავიანთ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სლოვაკ კოლეგა ზუზანა ჩაპუტოვასთან ერთად ტელეფონით განიხილა უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ორ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე.

სალომე ზურაბიშვილმა სლოვაკეთში ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ქვეყნის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა.

საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა უამბო ჩაპუტოვას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხელისუფლებამ განახორციელა პანდემიასთან ბრძოლის დროს, და ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის გახსნის სტრატეგიული გეგმების შესახებ.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სლოვაკეთთან უსაფრთხო ტურიზმის განვითარებით, ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თავის მხრივ, ზუზანა ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს ავსტრიისა და ჩეხეთის მთავრობებთან უსაფრთხო ტურიზმის გახსნის თაობაზე. თავის მხრივ, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ამ პროგრამაში მონაწილეობით.

13 მაისის მონაცემებით, სლოვაკეთში კორონავირუსით ინფიცირების  1 469 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1060 პაციენტი, გარდაიცვალა - 27.

 

თემები:
ტურიზმი საქართველოში (261)

მთავარი თემები