თანამდებობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაიკავებს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების საკითხები დაავალა.

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გახდება, წერს Украина.Ру.

ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ერთ-ორ დღეში რომელიმე თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ განცხადებას გააკეთებს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მწვავედ შეაფასეს სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე ან სხვა რომელიმე თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა.

„აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ და არა საბჭოს მდივნად“, – განაცხადა სააკაშვილმა „დოიჩე ველეს“ კითხვაზე, თუმცა, დანიშვნის ზუსტი თარიღი არ დაასახელა.

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭო ეს არის პრეზიდენტთან არსებული სპეციალური საკონსულტაციო–სათათბირო ორგანო სტრატეგიული დაგეგმარების საკითხში.

ამჟამად სააკაშვილს არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ის უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დროს სწორედ უკრაინაში ცხოვრობს. საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად ინტერპოლმა უარი თქვა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებაზე. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე - არამეგობრული ნაბიჯია

ამასთან, სააკაშვილი ჯერ კიდევ იძებნება საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ სასამართლოს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად აქვს მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მას დაემატა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2007 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების შეწყალების გამო. სააკაშვილი ბრალდებულია ასევე 5 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში.

სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მანამდე კი მოქალაქეობა მიანიჭა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მან არა მარტო არ შეასრულა რეგიონის განვითარების პირობა, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები.

სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა. სააკაშვილის მიერ უკრაინაში შექმნილი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის რადაში ვერ მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0