07:19 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
108 0 0

Facebook-ის ადმინისტრაციის კვლევის საფუძველი გახდა საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების განცხადებები და მათ მიერ შეგროვებული მონაცემები.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. Facebook-ის ადმინისტრაციამ გააუქმა ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები, ამის შესახებ საუბარია კომპანიის აპრილის თვის ანგარიშში.

ანგარიშის იმ ნაწილის თანახმად, რომელიც საქართველოს ეხება, Facebook-ზე მთლიანობაში გაუქმდა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი.

„მთლიანობაში ჩვენ გავაუქმეთ 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. ჩვენმა კვლევამ დაადგინა მათი კავშირი პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ მათი მოღვაწეობა, როგორც საეჭვო აქტივობა რეგიონში, ჩვენი კვლევის ფარგლებში აღმოვაჩინეთ“, – ნათქვამია განცხადებაში. 

სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებით, ასევე გაუქმდა ქართულ მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და Instagram-ის 56 ანგარიში. აღნიშნული კომპანია სოციალური ქსელის ყველა პლატფორმაზე დაიბლოკა. ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ყველა ეს გვერდი და ანგარიში მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ იყო შექმნილი.

Facebook-ის ადმინისტრაციის კვლევის საფუძველი გახდა საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების მიერ შეგროვებული მონაცემები და განცხადებები.

მანამდე, გასული წლის დეკემბერში Facebook-ზე გაუქმდა 418 ქართული ანგარიში, უფრო ზუსტად 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და Instagram-ის 22 პროფილი, რომლებიც, ადმინისტრაციის აზრით, იყენებდნენ ყალბი ანგარიშების კომბინაციას და მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად.

Facebook-ის მტკიცებით, გაუქმებული გვერდების აქტივობა დაკავშირებული იყო საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია „პანდასთან“ და მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“.

Facebook-სა და Instagram-ზე აღნიშნული რესურსების რეკლამაზე დაახლოებით 316 ათასი დოლარი დაიხარჯა.

მთავარი თემები