23:25 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (231)
129 0 0

პალატა კომპანიებს, ინვესტორებსა და მეწარმეებს შესთავაზებს ყველა იმ პროფესიულ მომსახურებასა და ექსპერტულ რჩევებს, რაც ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისსა და თელ-ავივში ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატა გაიხსნება, ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გამოქვეყნდა.

საელჩოს მონაცემებით, ამ კვირის დასაწყისში სავაჭრო პალატამ ისრაელში გახსნისთვის ყველა საჭირო პროცედურა გაიარა.

დირექტორთა საბჭოს უხელმძღვანელებს მენი ბენიში, ხოლო საბჭოში შევიდა ბიზნესის, საბანკო და საინვესტიციო სფეროს და ასევე პოლიტიკური წრეების 20 წარმომადგენელი.

სავაჭრო პალატა კომპანიებს, ინვესტორებსა და მეწარმეებს შესთავაზებს ყველა იმ პროფესიულ მომსახურებასა და ექსპერტულ რჩევებს, რაც ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2019 წელს დაახლოებით 28 მილიონი დოლარი შეადგინა.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (231)

მთავარი თემები