Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბურჯანაძის პარტია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliანზორ ბიწაძე
ანზორ ბიწაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღგ-ს ავტომატური დაბრუნება და სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილებაა, მიაჩნია პარტიის ერთ-ერთ ლიდერს

თბილისი, 4 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკური სტაბილურობის იმედს არ იძლევა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ დახმარებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ის ასევე გულისხმობს შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას და ქვეყნის დაბრუნებას ეკონომიკური აქტიურობისკენ.

ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის: ვის შეეხება სიახლე

„დღეს მთავრობას უკვე მზად უნდა ჰქონდეს რეცესიიდან ქვეყნის გამოყვანის და ეკონომიკური რეაბილიტაციის გეგმა. ეს სამი-ოთხი თვე სწრაფად ჩაივლის, ხოლო სასწრაფო და კარდინალური ეკონომიკური რეფორმების გარეშე ქვეყანა მრავალწლიან ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ადექვატური გეგმის ნაცვლად ჩვენ დავინახეთ რამდენიმე ფურცელი, რომელიც არანაირად არ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის იმედს“, - განაცხადა ბიწაძემ.

მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს გადაუხდის. ბიწაძის თქმით, ეს თანხა საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და ოჯახის გამოსაკვებად დღეში 2 დოლარს უდრის. ამასთან, პოლიტიკოსის გათვლებით, საარსებო მინიმუმი ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში პროგრესულად გაიზრდება.

საუბარია ოფიციალურად მომუშავე 350 ათას მოქალაქეზე, რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამისათვის ბიუჯეტიდან 460 მილიონი ლარია გამოყოფილი.

როგორ მიიღებენ დახმარებას თვითდასაქმებულები: რა უნდა ვიცოდეთ >>

არასაკმარისად მიაჩნია ბიწაძეს თვითდასაქმებულებისათვის გათვალისწინებული 300-ლარიანი დახმარებაც.

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ მივიღოთ საგადასახადო შეღავათები პანდემიის პირობებში

„იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პაკეტი ექვს თვეზეა გათვლილი, მთავრობა სთავაზობს ამ ადამიანებს დღეში 1,60 ლარით იცხოვრონ. ეს არის ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მაჩვენებელი, რომლებიც სიღარიბის ზღვრს მიღმა არიან. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ თვითდასაქმებული მოქალაქეების დასახმარებლად გამოიყოფა 75 მილიონი ლარი. საქართველოში კი თვითდასაქმებული მოქალაქეების რაოდენობა 850 ათას ადამიანს შეადგენს. გამოდის, რომ საუკეთესო შემთხვევაში დახმარებას მხოლოდ 250 ათასი ადამიანი მიიღებს“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

საქართველოს მთავრობის პოზიტიურ გადაწყვეტილებად ბიწაძეს მიაჩნია მხოლოდ დღგ-ს ავტომატური დაბრუნება და სამუშაო ადგილების შენარჩუნების სტიმულირება საშემოსავლო გადასახადისგან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლების ხარჯზე.

მთავრობის გეგმის თანახმად, საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდიან კერძო კომპანიებში დასაქმებულები, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს. ამასთან, გადასახადი არ გამოიქვითება მხოლოდ 750 ლარის ოდენობის თანხიდან.

ბიზნესი გაქრობის პირას

კორონავირუსის აფეთქების გამო საქართველოს მთავრობამ 31 მარტს ბიზნესს შეზღუდვები დაუწესა და განსაზღვრა კონკრეტული სია იმ საწარმოების, რომლებსაც მუშაობის უფლება შეუნარჩუნდა. მოგვიანებით ეს სია გაფართოვდა იმათთვის, ვინც დაადასტურებს, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ასრულებს.

საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალები - Sputnik საქართველო
საქართველოში კრედიტების გაცემა გამარტივდა

„ჩვენი გათვლებით, შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, ყოველ 30 დღეში ქართული ეკონომიკის რეალური დანაკარგები მთლიანი მოცულობის 3,97%-ს შეადგენს. ეს მთლიანობაში 1,9 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზის და ეკონომიკის რეალური დანაკარგების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის 20% საერთოდ გაქრება. და ეს კიდევ ოპტიმისტური პროგნოზის შემთხვევაში. მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ სასესხო კაპიტალის დახმარებით შეუძლებელია“, - მიიჩნევს ბიწაძე.

პოლიტიკოსის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განხორციელდეს ფინანსური ნაკადების შედინება პირდაპირ ეკონომიკის სექტორებში, ამასთან უნდა განისაზღვროს პრიორიტეტული დარგები.

ყველა ახალი ამბავი
0