Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

უსაფრთხო ტურიზმის სტრატეგია – რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტები

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებსა და ეკონომიკის ამოქმედების გეგმებზე ისაუბრეს.

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ავსტრიელი კოლეგა ალექსანდერ ვან დერ ბელენი უსაფრთხო ტურიზმის სტრატეგიის შექმნისთვის აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
რა საკითხები განიხილა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან

ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტთან ვიდეოსაუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ვენაში მისი ვიზიტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, მსოფლიოში ვითარების ნორმალიზების შემდეგ შედგება.

საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტებმა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებსა და ეკონომიკის ამოქმედების გეგმებზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიამ პრობლემები შეუქმნა ტურიზმის სექტორს როგორც ავსტრიაში, ისე საქართველოში, რაც ქვეყნების ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. 

ვან დერ ბელენი საქართველოს ტურიზმის მიმართულებებითა და სექტორის განვითარების პოტენციალით დაინტერესდა. ზურაბიშვილმა კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ტურიზმის მიმართულებებისა და მისი შესაძლებლობების შესახებ.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და ავსტრია უსაფრთხო ტურიზმის სტრატეგიის შექმნისთვის აქტიურად ითანამშრომლებენ, რაც ხელს შეუწყობს პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის ამუშავებასა და უფრო აქტიურ განვითარებას.

საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 მარტს დამყარდა.

ყველა ახალი ამბავი
0