03:11 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1789)
104 0 0

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ კორონავირუსის პანდემიამ საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებს ხელი არ უნდა შეუშალოს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და იტალიის პრეზიდენტს სერჯო მატარელას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მეთაურებმა აღნიშნეს, რომ პანდემიამ ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველოსა და იტალიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის, მედიცინის, ტურიზმისა და  სოფლის მეურნეობის სფეროებში. 

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანია ფინანსური თვალსაზრისით სოლიდარობის გამოხატვა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ეროვნულ სამედიცინო ცენტრებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება.

იტალიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიღწევებს პანდემიასთან ბრძოლაში. სახელმწიფო მეთაურებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისათვის თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მასზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

როგორც სერჯო მატარელამ აღნიშნა, 2018 წელს საქართველოში ვიზიტისას იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დიდი პოტენციალი აქვს.

29 აპრილის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 201 505 ადამიანია, გარდაიცვალა 27 ათასზე მეტი, გამიჯანმრთელდა 68 941 ადამიანი. 

ამ დღეებში იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა წლის ბოლომდე ტურისტებისთვის საზღვრებს არ გახსნის. ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად ხორციელდება.

საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 11 მაისს დამყარდა. 1994 წელს იტალიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ რომმა თბილისში თავისი წარმომადგენლობა გახსნა. ქვეყნებს შორის დადებულია 18 შეთანხმება, რაც მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში. 2004 წლიდან პერიოდულად იმართება ქართულ–იტალიური ბიზნეს-ფორუმები. ეკონომიკის პრიორიტეტულ და პერსპექტიულ დარგებად მიიჩნევა მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.

2006 წელს თბილისში დაფუძნდა „დანტე ალიგიერის საზოგადოება“, რომლის მიზანს საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს, ხოლო 2010 წელს რომში, ვილა ბორგეზეს პარკში შოთა რუსთაველის ძეგლი გაიხსნა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1789)

მთავარი თემები