21:11 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
62 0 0

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. კლინიკების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მზად არიან, იზრდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 20 კლინიკაა სრულად მობილიზებული, რომ მიიღოს კორონავირუსით დადასტურებული და ასევე ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები. ამას გარდა მიმდინარეობს სხვა კლინიკების მონიტორინგი და მათი აღჭურვა.

„ორშაბათიდან ჩაერთვება კიდევ დამატებით ცხრა კლინიკა და, პაციენტების ზრდასთან ერთად, შესაძლებლობა არის, ჩაერთოს დამატებით კიდევ ექვსი კლინიკა, რომელიც იქნება სრულად მობილიზებული Covid-19-თან ბრძოლაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ამ ჰოსპიტლებზე, რის შედეგადაც გვაქვს მუდმივი უკუკავშირი და ყველა იმ საჭიროებისა და პრობლემატიკის აღრიცხვა ხდება, რომელიც ფიქსირდება საავადმყოფოებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, რეგიონებში ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება, რომლებიც მიიღებენ კორონავირუსით ინფიცირებულ და ასევე ცხელების პაციენტებს.

„მოხდება მათ ტრიაჟი ადგილზე და, შესაბამისად, გადამისამართებული იქნებიან ან სახლში, თვითიზოლაციაში, საკარანტინო ზონაში, ოჯახის ექიმის მართვის კუთხით, ხოლო რთულ შემთხვევებში გადაყვანილი იქნებიან საავადმყოფოებში, სადაც ექიმები მათ მკურნალობას დაიწყებენ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტია.

ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის დონორთა მობილიზაციას აცხადებს>>

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები