19:09 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (92)
97 0 0

საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაარეგისტრირა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შესახებ.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა ონლაინ–რეჟიმში.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაარეგისტრირა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შესახებ, რაც ასევე მოითხოვს ცვლილებებს საქართველოს საარჩევნო კოდექსში.

„პირველი არხის“ ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო კანონმდებლობის ნორმები შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ODIHR-ის რეკომენდაციებთან.

ODIHR-მა საქართველოს ხელისუფლებას მისცა რეკომენდაცია – უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად გადახედოს ქვედა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესებს, ასევე თითოეულ დონეზე საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა ფაქტობრივი საჭიროებების შესაბამისად განისაზღვროს.

გახარია საკონსტიტუციო განხილვებზე: პოლიტიკურ პროცესს ვირუსთან ბრძოლას ნუ დაუკავშირებთ >>

მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აგრეთვე ურჩიეს, სწრაფად აღმოფხვრას დარღვევები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას უკავშირდება, გადახედოს საარჩევნო დავების მოგვარების იურიდიულ ჩარჩოებს, უზრუნველყოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვა, რათა მათ არ ჰქონდეთ შურისძიების შიში, და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყველა გადაწყვეტილება და იურიდიული დასკვნა საჯარო გახადოს.

რას გულისხმობს კანონპროექტი

პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

კერძოდ, 150 ადგილიდან 120 გადანაწილდება პარტიებს შორის, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ, ან ბლოკებს შორის, რომლებიც, სულ მცირე, ხმების იმდენივე პროცენტს მიიღებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენი ადგილები გადანაწილდება 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულებს შორის.

ყველაზე მეტი ოლქი იქნება თბილისში – რვა. დანარჩენი 22 განაწილდება 10 რეგიონზე.

არსებული სისტემისგან განსხვავებით, ადგილების გადანაწილება პარლამენტში პარტიებს შორის ახალი ფორმულით მოხდება, რომელიც ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების შედეგებზე ორიენტირებას.

ამ ფორმულით პარტია ან ბლოკი, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არჩევნების შედეგად მიიღებს იმაზე არაუმეტეს ერთი მეოთხედით მეტ მანდატს, ვიდრე მას პროპორციული არჩევნების შედეგად ეკუთვნის.

თუ არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დაწესებულ ლიმიტზე მეტი მანდატი აღმოაჩნდება, მათ იმ პარტიებსა და ბლოკებს შორის გადაანაწილებენ, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.

თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (92)

მთავარი თემები