ქართული საელჩოები კვიპროსში, პორტუგალიასა და ესტონეთში თანამემამულეებს ეხმარებიან

© Sputnik / STRINGERაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა იმ თანამემამულეების დახმარება ითავეს, რომლებიც სამშობლოში დროულად ვერ დაბრუნდნენ.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს საელჩოებმა თანამემამულეები, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო სირთულეები შეექმნათ, კვიპროსში, პორტუგალიასა და ესტონეთში დროებითი საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ფრენების განრიგი აპრილის დასაწყისში – რომელი ქვეყნებიდან შესრულდება რეისები საქართველოში

კვიპროსში საქართველოს საელჩომ დროებითი საცხოვრებლით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყო 11 მოქალაქე, რომლებსაც  უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ და სასტუმროების დაკეტვის გამო ვერ ახერხებდნენ თავშესაფრის პოვნას. დიპლომატიურმა მისიამ ასევე პირველადი მოხმარებისა და საკვები პროდუქტებით მოამარაგა 40-მდე საქართველოს მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვნებიც.  

რაც შეეეხება პორტუგალიას, საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში ალტერანტიული მარშრუტებით გამოემგზავრა ოთხი ქართველი სტუდენტი. ხოლო ათამდე სტუდენტთან საელჩო რჩება მუდმივ კავშირზე. ასევე საელჩოს დახმარებით დაბინავებულია საქართველოს რამდენიმე მოქალაქე.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა ესტონეთში საქართველოს საელჩოც. 

პრაღა - Sputnik საქართველო
ჩეხეთსა და სლოვაკეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო უწყება ეხმარება

„დიასპორული ორგანიზაციის ჩართულობით საელჩომ დახმარება გაუწია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო მოკლებული იყვნენ საცხოვრებელსა და პირველადი საჭიროების პროდუქტებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

დიპლომატიური წარმომადგენლობები მოქალაქეებს ყოველდღიურად აწვდიან ინფორმაციას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე ჩარტერული რეისების შესახებ, რომლებიც კვირაში რამდენჯერმე ხორციელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 4 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა. ქვეყანაში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაჰყავთ, სადაც ისინი 14 დღის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

დღეს, საღამოს ავიაკომპანია Georgian Airways ამსტერდამიდან საქართველოს 180 მოქალაქეს ჩამოიყვანს.

3 აპრილს ბერლინიდან და ვარშავიდან კიდევ ორი სპეცრეისია დაგეგმილი. ბილეთები ხელმისაწვდომია Georgian Airways-ის ვებ-გვერდზე, ვარშავის შემთხვევაში – LOT Polish Airlines-ის ვებ-გვერდზე გამოფრენიდან ორი დღით ადრე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბილეთების ღირებულება 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0