17:50 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
74 0 0

მთავრობა პირობას დებს, რომ გააძლიერებს „ცხელი ხაზის“ – 144 გამტარუნარიანობასა და სიმძლავრეს, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს საგანგებო მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის „ცხელი ხაზი“ – 144 პრემიერ–მინისტრის განცხადებისთანავე ამუშავდა, მაგრამ ოპერატორებმა ყველა შემოსულ ზარზე, დიდი რაოდენობით მომართვიანობის გამო, პასუხი ვერ შეძლეს, განაცხადა ბრიფინგზე მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა>>

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ხაზის გამტარუნარიანობა და სიმძლავრე გაიზრდება და მოქალაქეებს დიდხანს არ მოუწევთ ოპერატორის ლოდინი, ან ხაზზე რამდენჯერმე დარეკვა.

„ამ ხაზის საშუალებით თანამოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სრული ინფორმაცია მიიღონ და სრულად იყვნენ ინფორმირებული იმ შეზღუდვების შესახებ, რაც ამოქმედებულია. ამ უხერხულობისთვის ბოდიშს ვიხდით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაცია საყოველთაო კარანტნისა და კომენდანტის საათის შესახებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე. თითოეულმა სამინისტრომ მოამზადა დეტალური ანგარიში შეზღუდვებისა და ზომების შესახებ, რომლებიც მათ უწყებასთან არის დაკავშირებული.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

ვინ არის აშშ-ში მყოფი ქართველი ექიმი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა - ექიმის მიმართვა>>

მთლიანად გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მკაცრი წესებია კერძო ავტომიბილებითა და ტაქსებით გადაადგილებისთვის – არაუმეტეს ორი მგზავრისა, ისიც უკანა სავარძელზე.

საყოველთაო კარანტინის დაწესების ფარგლებში თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები უკვე მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავდაცვის ძალებთან ერთად ამ ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და კარანტინის წესების პირობების შესრულებას აკონტროლებენ. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ამ ქალაქებს თელავი და ახალციხეც დაემატება.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები