22:50 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (209)
220 0 0

27  მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81   ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14.

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. ნატო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, დღეს ნატოს გენერალური მდივან იენს სტოლტენბერგსა და  და  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ  დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბრისას სტოლტენბერგმა ზალკალიანს მიაწოდა ინფორმაცია მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო, 3-4 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეზღუდული ფორმატის ჩატარებასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, სტოლტენბერგმა დადებითად შეაფასა COVID-19-თან  დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული  ღონისძიებები და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და იმედი გამოთქვა,  რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. ნატოს გენერალური მდივანი ასევე მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია ხელს არ შეუშლის ნატო-საქართველოს თანამშრომლობას და მომავალში შენარჩუნდება დღეს არსებული პოზიტიური დინამიკა. ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

27  მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81   ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4505, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 ადამიანია.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა.  

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი.  

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი.

20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა აფთიაქების, სასურსათო სავაჭრო ობიექტების, ბანკებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა.

აიკრძალა კაფეებისა და რესტორნების მუშაობა, დაკეტილია აბანოები, სპორტდარბაზები და ა.შ., გაუქმდა სამარშრუტო ტაქსების მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (209)

მთავარი თემები