კარლ ჰარცელი – საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს

© press-service of the European Union in Georgiaკარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარლ ჰარცელი აღფრთოვანებას გამოხატავს სამედიცინო სფეროს მუშაკების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიმართვაში. 

აშშ-ის კონგრესმენი ადამ კიზინგერი - Sputnik საქართველო
ადამ კინზინგერი: საქართველომ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებას, მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნას დადებითად აფასებს და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს.

„ეს კრიზისი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ უდიდესი გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშაო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით – საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად. ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი და ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია მიმართვაში.

ამასთან, კარლ ჰარცელი აღფრთოვანებას გამოხატავს სამედიცინო სფეროს მუშაკების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის.

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 75 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანია.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა. 

მიხეილ დაუშვილი - Sputnik საქართველო
რას მოხმარდება საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მობილიზებული მილიონები?

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი.  

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი.

20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა აფთიაქების, სასურსათო სავაჭრო ობიექტების, ბანკებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა.

აიკრძალა კაფეებისა და რესტორნების მუშაობა, დაკეტილია აბანოები, სპორტდარბაზები და ა.შ., გაუქმდა სამარშრუტო ტაქსების მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

ყველა ახალი ამბავი
0