20:20 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (890)
46 0 0

ჟენევის დისკუსიების მორიგი, 51-ე რაუნდი მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გამო მოლაპარაკებების მორიგი, 51-ე რაუნდი ჟენევაში საქართველოსა და რუსეთს შორის გადაიდო, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. ქვეყნებს შორის 2008 წლიდან არ არის დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველომ ეს ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 31 მარტს – 1 აპრილს უნდა გამართულიყო.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, თანათავმჯდომარეები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მხარეებს მოლაპარაკებების გამართვის ახალი თარიღის შესახებ მოგვიანებით აცნობებენ.

ამავე დროს, თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ტაივო კლაარმა Twitter-ის აკაუნტში გამოაქვეყნა თანათავმჯდომარეების განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ მონაწილეების მჭიდრო კონტაქტებისა და ურთიერთობების მხარდაჭერისთვის, გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რათა სათანადოდ გადაწყდეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები სხვა საკითხებთან ერთად, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგში შედის.

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ დელეგაციები საქართველოდან, რუსეთიდან, აშშ-დან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გასული წლის ნოემბერში ჩატარდა.

„ნორმანდიული ფორმატი“ საქართველოსთან: რუსეთი იდეას კვლავ არ იწონებს>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის COVID-19 აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაავადებულია 153 ათასზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა 5,7 ათასი, უმეტესობა გამოჯანმრთელდა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (890)

მთავარი თემები