15:01 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (181)
6110

ქართველი და რუსი დიპლომატები მოლაპარაკებების გადატანას საშიში ვირუსის გავრცელების გამო ჯერჯერობით არ აპირებენ

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსი სენატორი გრიგორი კარასინი პრაღაში მორიგი შეხვედრის გადატანას კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჯერჯერობით არ აპირებენ. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბროს დროს განაცხადა.

აბაშიძისა და კარასინის მორიგი შეხვედრა მარტის დასაწყისში გაიმართება>>

აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 19–20 მარტს არის დაგეგმილი.

 „ვითარებას შევხედავთ, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ძალაშია“, – განაცხადა მან.

აბაშიძემ აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

„ვისაუბრებთ ჩვენი დღის წესრიგის მიხედვით. ესაა სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, სატრანსპორტო პრობლემები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები“, – განაცადა აბაშიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. დიალოგი ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსი სენატორის გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან პრაღაში იმართება.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ ავიამიმოსვლა შეაჩერა ირანთან, ჩინეთთან და იტალიასთან. ირანთან ასევე ჩაიკეტა სახმელეთო საზღვარიც. გარდა ამისა, ქვეყანაში დაწესდა აუცილებელი კარანტინი ირანიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან დაბრუნებული პირებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ გამგზავრებისგან.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (181)

მთავარი თემები