10:57 06 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6398
  • 100 RUB4.2064
  • USD3.0739
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (237)
31 0 0

სომხეთის მთავრობის მეთაურმა შემთხვევით ისარგებლა და ქართველ დედებს 3 მარტის დღესასწაული ტრიბუნიდან მიულოცა.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგა გიორგი გახარიასთან თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოში დედებს დღესასწაული მიულოცა.

საქართველოში დედის დღე ყოველწლიურად 3 მარტს აღინიშნება. ეს დღე ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული.

„დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება და ვულოცავ საქართველოს ყველა დედას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 3 მარტს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

საქართველოში ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი 4 მარტს დასრულდება.

ქვეყნებს შორის მაღალი დონის ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ერევანში გაიმართა. მაშინ საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს 2020 წელს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. მხარეები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (237)

მთავარი თემები