21:10 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
96 0 0

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ექს-პრემიერმა შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მკურნალობა სჭირდება და ამისთვის პოლონეთი შეარჩია.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი მკურნალობის მიზნით პოლონეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ნათქვამია მის Facebook-გვერდზე.

გარდა მკურნალობის კურსისა, ის პოლონეთის სეიმის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში.

„როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის შვიდი წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში", – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის აეროპორტში მერაბიშვილს პრესისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. მას ბრალდებები ექვს რეზონანსულ საქმეზე წარედგინა.

zombie attack – ჟურნალისტების შეტევა მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლისას – ვიდეო>>

მას ბრალად ედებოდა ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლა თბილისში, 2012 წლის არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე 2005 წელს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემა სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ჩარევა. კიდევ ერთი – 2007 წლის ნოემბერში აქციის დაშლასთან და ტელეკომპანია „იმედის" დარბევასთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ სასამართლოში განიხილება.

მთავარი თემები