კალაძე: საქართველოს ძლიერი პრემიერ-მინისტრი ჰყავს და მის შეცვლას არავინ აპირებს

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის სიტყვებით, მთავრობის მეთაურის ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრები არ მიმდინარეობს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთავრობის შემადგენლობაში არანაირ საკადრო ცვლილებებზე არ არის საუბარი, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, „ქართულ ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა: გახარიას შესაძლო გადადგომა შავი პიარი და სპეკულაციაა

მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით, მალე გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს. აღნიშნულ თანამდებობაზე განიხილება გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა, რომელსაც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა უკავია.

„არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი, თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც. ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში, რათა უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში", – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობაში შესაძლო საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გასულ კვირას კომენტარით უპასუხა თავად გახარიამ. აღნიშნული საკთხთან დაკავშირებით გახარიამ ჟურნალისტებს ურჩია – გაზაფხულამდე მოიცადონ.

გახარიას მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების საკითხი ქართულ პრესაში 2019 წლის ბოლოსაც აქტიურად განიხილებოდა და მის ადგილზე მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს ასახელებდნენ. თუმცა თალაკვაძემ მოარული ხმები უარყო და განაცხადა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

კულუარული ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე შესაძლო კანდიდატებს შორის განიხილება აგრეთვე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება აღნიშნული თანამდებობა თავად ბიძინა ივანიშვილმა დაიკავოს, რომელიც ადრე უკვე ედგა მთავრობას სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0