საქართველოს საგარეო უწყება: კიბერშეტევა ქართულ ვებ-გვერდებზე რუსეთიდან განხორციელდა

© photo: Sputnik / Stringer საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის ოქტომბერში საქართველოში პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის და მედიაორგანიზაციების ვებ-გვერდებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ 2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე და ქართული მასმედიის რესურსებზე კიბერშეტევის ორგანიზებასა და განხორციელებასთან რუსეთის ფედერაციაა დაკავშირებული.

წინასწარი მონაცემებით, 28 ოქტომბერს ჰაკერებმა განახორციელეს შეტევა ათასობით ვებ-გვერდზე, მათ შორის დააზიანეს ტელეკომპანიების „იმედისა“ და „მაესტროს“ სერვერები და ტექნიკა. მათ შეცვალეს საიტების მთავარი გვერდები და მათზე განათავსეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით I'll be back.

ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
„ეს ყველას პასუხისმგებლობაა" - გომელაური მასობრივ კიბერშეტევაზე

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე... ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ“, – განაცხადა კონსტანტინიდმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მას არ მოუყვანია რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის რაიმე მტკიცებულება.

მასირებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებულ გამოძიებას აწარმოებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით – „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“ და „კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა“, რაც ჯარიმას ან ორ წლამდე გამასწორებელ სამუშაოებს ანდა ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტელეარხები „იმედი“ და „მაესტრო“ ჰაკერული თავდასხმის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ >>

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი კიბერდანაშაულის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროები საზღვარგარეთიდან შეტევების ობიექტები ხდებიან და შესაბამისი უწყებები ამას მუდმივად ებრძვიან. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის და არასდროს ყოფილა დაკავშირებული კიბერდანაშაულთან.

ყველა ახალი ამბავი
0