საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს

© photo: Sputnikვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობებს შეითავსებს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ოთხშაბათს განაცხადა.

„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციები, ისევე, როგორც ძალისხმევა, იქნება გაზრდილი და გაორმაგებული", – განაცხადა გახარიამ.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
გერმანიაში საქართველოს ელჩად ლევან იზორია ინიშნება

უსაფრთხოების საბჭოს ბოლო დრომდე ლევან იზორია ხელმძღვანელობდა. იანვრის ბოლოს მან დატოვა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის და საბჭოს მდივნის თანამდებობები, რადგან, მისი თქმით, გერმანიაში საქართველოს ელჩად უნდა დანიშნულიყო.

ვახტანგ გომელაური 1975 წლის 24 დეკემბერს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო აკადემია. 1994-2003 წლებში მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, შემდეგ – შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე.

2013 წლის მარტიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2015 წელს დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად. 2019 წლის 8 სექტემბერს გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი.

ყველა ახალი ამბავი
0