22:13 06 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (196)
34 0 0

კომისიის სხდომაზე მხარეები განიხილავენ ვაჭრობის, აგრომრეწველობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს დელეგაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით მინსკში, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაზე გაემგზავრა.

კომისია 2010 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს. კომისიის ბოლო სხდომა თბილისში 2019 წლის 21 მარტს გაიმართა.

ტელეკომპანია Imedi-ს ცნობით, ოთხშაბათს მინსკში კომისიის სხდომაზე მხარეები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, აგრომრეწველობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში.

ასევე მინსკში თურნავა შეხვდება ბელორუსის პრემიერ მინისტრ სერგეი რუმასს და ბელარუსის სხვა ოფიციალურ პირებს.

ბელორუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და ძალაში შევიდა 1994 წლის 6 იანვარს.

2015 წლის აპრილში შედგა ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც ხელი მოეწერა 16 იურიდიულ დოკუმენტს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მთავარ საკითხებზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თბილისში ბელორუსის საელჩოს გახსნის შესახებ.

რამდენი ქართველი წავიდა ბელარუსში სამუშაოდ >>

საქართველოსთან თანამშრომლობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა 60-ზე მეტ დოკუმენტს მოიცავს, მათ შორის 2 სახელმწიფოთაშორისი, 15 მთავრობათაშორისი და 18 უწყებათაშორისი შეთანხმება.

საქართველოსთვის ბელარუსი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2019 წელს 154,6 მილიონი დოლარი შეადგინა.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (196)

მთავარი თემები