საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე შეიძლება კიდევ ერთი პარტია გაჩნდეს

© Sputnik / STRINGERბექა ნაცვლიშვილი
ბექა ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე არსებულ 238 პარტიას შეიძლება კიდევ ერთი დაემატოს - ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აპირებს

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოში თებერვლის ბოლოს ახალი პოლიტიკური გაერთიანება გამოჩნდება, რომელიც არსებული პარტიების ალტერნატივა გახდება, განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა.

NDI-მ ქართველი პოლიტიკოსებისა და პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა>>

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ამ დროისთვის განისაზღვრა ძირითადი მონაწილეები: მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", გაერთიანებული ოპოზიცია სათავეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობით" და მესამე ძალის როლის შემსრულებელი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: ევროკავშირმა საქართველოსთვის რეკომენდაციები მოამზადა

„გპირდებით, რომ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს და იბრძოლებს იმ პოლიტიკისთვის, რომლის საფუძვლებზეც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ამ დროისთვის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თვის ბოლოსთვის ცნობილი გახდება, ვინ შევა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შემადგენლობაში. ნაცვლიშვილის თქმით, გაერთიანება მოსახლეობას შესთავაზებს ალტერნატიულ პოლიტიკას, რომელშიც ყურადღება სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებებზე გამახვილდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში, შესაძლოა, გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებმაც მმართველი პარტია ცოტა ხნის წინ დატოვეს.

საახალწლოდ მორთული თბილისი - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს - არჩევნები, ვიზიტები და ევროპული პერსპექტივა

„შეიძლება მოხდეს გაერთანება საღი და ამ ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანების, რომელთაც ექნებათ ერთი ხედვა. მთავარია, საზოგადოებას შევთავაზოთ პოლიტიკური პროცესების სტაბილურობისა და მოგვარების გზები. არსებულ ვითარებაში არჩევნები შეიძლება არ გაიმართოს. არ არის გამორიცხული, რომ ამ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში გამოჩნდეს რამდენიმე სუბიექტი, რომლებმაც მმართველი პარტია ბოლო დროს დატოვეს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გასულ წელს საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატების ნაწილმა დატოვა და ჩამოაყალიბა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები". ერთ-ერთი მათგანია ბექა ნაცვლიშვილი.

არჩევნები 2020: რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“>>

ამას გარდა, ბოლო მოვლენების ფონზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ბოლო დრომდე ჩრდილში იმყოფებოდა, პოლიტიკიდან წასულებს, მათ შორის, ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ალასანიას დაბრუნებისკენ და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისგან ერთობლივად გადარჩენისკენ მოუწოდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ამჟამად 238 პარტიაა რეგისტრირებული. აქედან შვიდი გასულ წელს დარეგისტრირდა.

ყველა ახალი ამბავი
0