01:57 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (175)
43 0 0

პარლამენტი მმართველი პარტიის კიდევ ერთმა წევრმა კარლო კოპალიანმა დატოვა – იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში კანცლერად აირჩიეს.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატს კარლო კოპალიანს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. კოპალიანისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ეს თანამდებობა სადეპუტატო საქმიანობასთან შეუთავსებელია.

კოპალიანმა კოლეგების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს, პრემიერ-მინისტრს და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს.

„მინდა შევქმნა პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს ტოვებს გუნდის წევრი არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა, რომ ეს პრეცედენტი მაგალითად იქცეს მომავალში", – განაცხადა კოპალიანმა.

კარლო კოპალიანი პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი იყო, იგი ბოლო ორი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს წევრი მმართველი პარტიის პარტიული სიით გახდა, 2008-2012 წლების პარლამენტში კი მაჟორიტარი იყო.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (175)

მთავარი თემები