21:57 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (79)
11001

მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში ბრიფინგის გამართვა სურდა, თუმცა იგი შენობაში პოლიციამ და დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც პროკურატურის მიერ მისი შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის დახურვის თაობაზე ბრიფინგის გამართვის მიზნით პარლამენტში შესვლას ცდილობდა, გული წაუვიდა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე მუშაობისას პროკურატურის გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სპეცრაზმელმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს იმიტომ ესროლა, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. უწყებამ ძალოვანთა დანაშაული ვერ გამოავლინა და სამშაბათს საქმე დახურა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. თუმცა, ამ მოთხოვნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან გახმოვანების უფლება მათ არ მისცეს. პოლიციამ და დაცვის სამსახურმა მაჩალიკაშვილს გზა გადაუღობეს და შენობაში არ შეუშვეს.

სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირების დროს მაჩალიკაშვილი ცუდად გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც მაჩალიკაშვილს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო. როგორც სუს-ში განმარტეს, სპეცრაზმელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც შენიშნა, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის ოჯახი მთელი ამ ხნის მანძილზე თემირლანის უდანაშაულობას ამტკიცებდა და აცხადებდა, რომ თემირლანს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ ტელეფონი ეჭირა, ხელყუმბარა კი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა უკვე სროლის შემდეგ დაუდეს. გარდა ამისა, თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებდა, რომ მის შვილს ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა თემირლან მაჩალიკაშვილის ჩატაევთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, იმ ბინაში აღმოჩენილი, სადაც იმალებოდა ჩატაევი და ასევე მათი კონტაქტის ამსახველი ვიდეოკადრები.

124 მოწმის გამოკითხვისა და 10-ზე მეტი ექსპერტიზის ჩატარების შედეგად პროკურატურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ სუს-ის ვერსია სინამდვილეს შეესაბამება.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის სიკვდილის მომენტიდან საპროტესტო აქციებს მართავს და დამნაშავე პირების დასჯასა და საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვს.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (79)

მთავარი თემები