ვინ გახდება საქართველოს გენერალური პროკურორი? – კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროკურორო საბჭომ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – ვინ წარდგება პარლამენტში გენპოროკურის პოსტზე დასამტკიცებლად 16 კანდიდატიდან.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას იწყებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საპროკურორო საბჭო გენპროკურორის არჩევასთან დაკავშირებით პირველ სხდომას გამართავს

თავიდან აღნიშნული თანამდებობის დაკავების სურვილი 17-მა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის – ყოფილმა გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ. თუმცა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის შოთაძის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა უკვე მოხსნა „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" თავმჯდომარემ, ადვოკატმა და უფლებადამცველმა გრიგოლ გაგნიძემ. გამორიცხული არაა, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღოს იურისტმა გელა ჩივაძემაც.

საპროკურორო საბჭო ორშაბათს გასაუბრებას გამართავს ორ კანდიდატთან – ადვოკატთა ასოციაციის წევრ პაატა გაბელიასთან და ადვოკატ ვიქტორ ახალბედაშვილთან.

ყველა კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ ის კანდიდატურა შეირჩევა, რომელიც პარლამენტში დეპუტატებს დასამტკიცებლად წარედგინება.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ქვეყნის პარლამენტმა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. ამის შემდეგ საპროკურორო საბჭომ კანდიდატების შერჩევის საკითხზე კონსულტაციები დაიწყო აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. კონსულტაციების მიზანია გენერალური პროკურორის არჩევნების მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ყოფილი გენპროკურორი შოთაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია

იმ კანდიდატებს შორის, რომელთაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავება სურთ, განსაკუთრებული ყურადღება ირაკლი შოთაძემ დაიმსახურა, რომელსაც ადრე უკვე ეკავა აღნიშნული თანამდებობა. იგი მთავარი პროკურორის თანამდებობიდან, რომელიც მას 2015 წლიდან ეჭირა, 2018 წლის 31 მაისს გადადგა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები. ახლა მისი კანდიდატურა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წამოაყენა.

კანონმდებლობის თანახმად, გენერალური პროკურორი შეიძლება გახდეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0