14:23 22 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (150)
15810

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ რუს დეპუტატებთან მის შეხვედრებს არსებითი შედეგი მოაქვს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, განუცხადა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია TV Pirveli-ს.

პოლიტიკოსს კითხვა დაუსვეს, რამდენად რეალურია რუსეთის ჩარევა 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში.

„როდესაც მოსკოვში მივდივარ და პოლიტიკურ ლიდერებს ვხვდები, მათ ვთხოვ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩაერიონ. ჩემთან შეხვედრის შემდეგ ეს ადამიანები აკეთებენ განცხადებებს, რომ რუსეთი არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში“, – განაცხადა ბურჯანაძემ. 

როგორც მან აღნიშნა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე.

„მე მსგავსი ჩარევის კატეგორიული კრიტიკოსი ვიქნები... ჩემი ქვეყნის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს – არც რუსეთი, არც აშშ, არავინ“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ბურჯანაძე ერთ-ერთი იმ პოლიტიკოსთაგანია, რომელიც პერიოდულად მოსკოვს სტუმრობს. ბოლო ასეთი ვიზიტი 2019 წლის დეკემბერში შედგა. ქართველმა პოლიტიკოსმა შეხვედრები გამართა რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რუსეთის წარმომადგენლის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (150)

მთავარი თემები