საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

© photo: Official website of the President of Georgiaსაქართველოს პრეზიდენტი და იერუსალიმის პატრიარქი
საქართველოს პრეზიდენტი და იერუსალიმის პატრიარქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჯილდოების ცერემონია სალომე ზურაბიშვილის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში იერუსალიმის პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზე შედგა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ საკუთარ რეზიდენციაში გამართული შეხვედრისას გადასცა.

სალომე ზურაბიშვილმა „სიონის მეგობართა ორგანიზაციისგან უმაღლესი ჯილდო მიიღო - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა „სიონის მეგობართა ორგანიზაციისგან" უმაღლესი ჯილდო მიიღო

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და იერუსალიმის პატრიარქმა სამეცნიერო კავშირების გაფართოებაზე იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პირადი თხოვნა, რაც დაკმაყოფილდა.

შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს.

მადლობის ნიშნად საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ქვეყნის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან, ეწვია რიგ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, შეხვდა ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს, დღეს კი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმში.

ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრება და 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

ყველა ახალი ამბავი
0