16:32 22 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (118)
87 0 0

პირველი, ვისაც დეპუტატები „ქარცეცხლში“ გაატარებენ, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იქნება.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში მინისტრების გამოსვლის რიგითობა თებერვალში, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე განისაზღვრება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე. 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თითოეული მინისტრი კანონმდებლების წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წელიწადში ერთხელ „მინისტრის საათის“ ფარგლებში წარდგება. გარდა ამისა, პარლამენტში მინისტრის დაბარების უფლება აქვს დეპუტატების ჯგუფს, რათა მან წინასწარ შეთანხმებულ კითხვებზე გასცეს პასუხი.

ბიუროს სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრ ეკა ტიკარაძის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა.

„2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მინისტრებს „მინისტრის საათის“ ფარგლებში 13-ჯერ მოუსმინა, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი რეგლამენტი გასულ წელს დამტკიცდა. ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტის წინაშე წინასწარ შედგენილი კალენდრის მიხედვით, თებერვალში, საგაზაფხულო სესიაზე წარდგება. ჩვენ უკვე შევთანხმდით მთავრობასთან, რომ ქალბატონი ტიკარაძის გამოსვლა ერთ-ერთი პირველი იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა კლინიკების დაფინანსების ახალი წესების შესახებ მინისტრის 520-ე დადგენილების გამო. 

საქართველოში 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების ერთიანი სისტემა, პირველ ეტაპზე რეგულაცია რეანიმაციულ განყოფილებებსა და კარდიოქირურგიას შეეხო.

ახალი რეგულაცია ეხება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული. გარკვეულ კლინიკებს მოუწევთ პაციენტებს სამედიცინო მომსახურება იმ ტარიფებით შესთავაზონ, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა.

კლინიკების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ცვლილება სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს.

ტიკარაძის პარლამენტში დაბარების კიდევ ერთი მიზეზი გახდა С ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული პრეპარატების ჩამოწერა.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (118)

მთავარი თემები