17:22 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
60 0 0

წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნებისთვის რეკორდული თანხის დახარჯვას აპირებს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკო 42,8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, ნათქვამია უწყების დადგენილებაში.

2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

დადგენილების თანახმად, გამოყოფილი თანხიდან დაახლოებით 32,4 მილიონი ლარი უშუალოდ საარჩევნო ღონისძიებებზე დაიხარჯება, 2,1 მილიონ ლარზე მეტი – რეკლამაზე.

საარჩევნო სუბიექტებისთვის ცესკო დაახლოებით 7,3 მილიონ ლარს გამოყოფს.

2008-2020 წლებში არჩევნებზე გამოყოფილი თანხები

არჩევნები  ჩატარების წელი ხარჯები (მლნ ლარი)
საპარლამენტო არჩევნები 2008 24,9
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2010  24,4
საპარლამენტო არჩევნები 2012  26,8
საპრეზიდენტო არჩევნები 2013  27,0
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2014  30,3
საპარლამენტო არჩევნები 2016  36,0
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2017  28,4
საპრეზიდენტო არჩევნები 2018  38,5
საპარლამენტო არჩევნები 2020  42,8

დეპუტატების არჩევის წესი

წინასწარი მონაცემებით, არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა ჯერ კიდევ რთული სათქმელია, რომელი სისტემით გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. კონსტიტუციით, 73 დეპუტატს ირჩევენ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს – პარტიული სიებით (პროპორციული სისტემით). ამ სისტემას არ ეთანხმება ოპოზიცია, რომელიც მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს.

ნოემბერში მმართველი პარტიის დეპუტატთა ნაწილის პროტესტის გამო ეს ინიციატივა ჩავარდა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო.

დეკემბრის ბოლოს „ქართული ოცნება“ ისევ შერეული სისტემის დატოვების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა გარკვეული დათმობის სახით ოპოზიციას შესთავაზა მაჟორიტარების რაოდენობის 73-დან 50-მდე შემცირება. შესაბამისად გათვალისწინებული იყო პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის გაზრდა 77-დან 100-მდე.

ოპოზიციამ ამ წინადადებაზე უარი განაცხადა, ისევე, როგორც, თავის მხრივ, ხელისუფლებამ განაცხადა უარი ოპონენტების მიერ შეთავაზებულ ე.წ. „გერმანულ მოდელზე“. ამ მოდელის თანახმად, რჩება მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგები მხოლოდ პროპორციული წესით უნდა დაითვალოს, ანუ პრინციპით „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წინააღმდეგობა სწორედ ამ პრინციპშია. დღეს არსებული სისტემა გულისხმობს მოდელს „ერთი ამომრჩეველი – ორი ხმა“.

მთავარი თემები