12:17 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1925)
30 0 0

ლიბიის კონფლიქტის რამდენიმე მხარემ მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებაზე ხელი მოაწერა დასკვნით დოკუმენტს, მაგრამ ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაურმა, მარშალმა ხალიფა ჰაფთარმა დამატებითი დრო მოითხოვა.

თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. მოსკოვში ლიბიის საკითხზე გამართულ მოლაპარაკებაზე გარკვეული პროგრესია მიღწეული, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში ლიბიის კონფლიქტის მხარეებს შორის კონსულტაციების დასრულების შემდეგ.

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის დამხობისა და მკვლელობის შემდეგ ლიბიამ, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა. ახლა ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი მართავს, დასავლეთს კი, დედაქალაქ ტრიპოლიდან - გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ფაიეზ სარაჯის ნაციონალური თანხმობის მთავრობა. ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ლიბიის ხალიფა ჰაფთარის ნაციონალურ არმიასთან თანამშრომლობს.

„ლიბიის ნაციონალური ერთობის მთავრობის თავმჯდომარემ, ბატონმა (ფაიეზ) სარაჯმა (ლიბანის ნაციონალური თანხმობის მთავრობის მეთაურმა) და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა (ჰალედ) მიშრიმ (ლიბიის უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს მეთაურმა) მას ეს წუთია ხელი მოაწერეს“, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

„მარშალი ჰაფთარი, ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაური და თობრუკში დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე აქილ სალეხი ამ დოკუმენტს პოზიტიურად იხილავენ და მომდევნო დღის დილამდე ცოტა დამატებითი დრო მოითხოვეს, რათა გადაწყვიტონ, მოაწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს. იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება“, - დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიბიის კონფლიქტის მხარეები შეთანხმდნენ ქვეყანაში ვითარების მოგვარების სამუშაო ჯგუფების შექმნაზე. მათი პირველი შეხვედრა შეიძლება უკვე იანვარში გაიმართოს, აღნიშნულია ლიბიის საკითხზე გამართულ მოლაპარაკებაზე მიღებული დასკვნითი შეთანხმების პროექტში.

„მოსკოვში ლიბიის საკითხზე მშვიდობიანი მოლაპარაკების მონაწილეები შეთანხმდნენ... ბოლო მოუღონ ყველა თავდასხმით მოქმედებას და შეეცადონ ყველა მიმართულებით საომარი მოქმედებების დეესკალაციას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ლიბიის კონფლიქტის მონაწილეები ვალდებულებას იღებენ, წინასწარი პირობების გარეშე დაიცვან ზავის რეჟიმი, აღნიშნულია შეთანხმების პროექტში.

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან >>

ამას წინათ რუსეთისა და თურქეთის ლიდერები ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ლიბიის მიმართ ერთიან პოზიციაზე შეთანხმდნენ და ყველა მხარეს 12 იანვრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდეს. თუმცა ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაურმა ხალიფა ჰაფთარმა აღნიშნა, რომ ინიციატივას მიესალმება, მაგრამ გააგრძელებს შეტევას ტრიპოლიზე, რომელიც 2019 წლის აპრილში წამოიწყო. თავის მხრივ, ლიბიის ნაციონალური ერთობის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მეთაურმა ფაიეზ სარაჯმა შაბათს იტალიაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ მიესალმება ზავის ინიციატივას, მაგრამ ლიბიის ნაციონალური არმიის ქვედანაყოფების გაყვანის პირობით. 

თემები:
მსოფლიო დღეს (1925)

მთავარი თემები