00:17 19 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

ოპოზიცია გეგმავს მასშტაბურ აქციებს რეგიონებში, პარლამენტის პიკეტირების გაგრძელებას, ასევე თბილისში გრანდიოზული მიტინგის გამართვას

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. დაახლოებით 30 ოპოზიციური პარტია აპირებს განაახლოს საპროტესტო აქციები, რომელთა დაწყების თარიღი 2020 წლის იანვარში გახდება ცნობილი, განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიები ნოემბრიდან საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის ძირითადი მოთხოვნაა - მომავალი საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა.

„პირველ რიგში ეს არის რეგიონული აქციები, რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება და უფრო სისტემური, მასობრივი ხასიათი ექნება. მეორე არის პარლამენტის პიკეტირება, რომელიც იმ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში იქნება, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მესამეა მზადება დიდი შეკრებისთვის თბილისში, რომლის თარიღსაც უკვე თვის ბოლოსთვის დავასახელებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვაშაძემ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ამჟამად ოპოზიცია ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რამდენიმე ანგარიშს, ზოგიერთ მონაცემებს და თვალს ადევნებს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

„20 იანვრისთვის კონკრეტული თარიღების დასახელებას შევძლებთ, რამდენიმე ძალიან სერიოზულ შეტყობინებას ველოდებით, რომელიც მათ შორის, ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან უნდა მივიღოთ, რომლებსაც დახურულ რეჟიმში განვიხილავთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

დეკემბერში მმართველი პარტია პირველად აქციების დაწყების შემდეგ დათმობებზე წავიდა - განიხილებოდა 150-დან 73 დეპუტატის არჩევის მიზანშეწონილობა არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში.

დათმობა მაინც იქნება? ხელისუფლება და ოპოზიცია შესახვედრად ემზადებიან – მეოთხე რაუნდი >>

იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ არის, ოპოზიციამ კომპრომისის სახით ხელისუფლებას „გერმანული მოდელი" შესთავაზა, რომლის თანახმად, შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა ისინი უნდა გაიმართოს არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში. ამასთან, პარტია პარლამენტში იმდენ ადგილს მიიღებს, რაც მას პროპორციული არჩევნებით ეკუთვნის. მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, თუმცა მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდა.

მთავარი თემები