11:47 14 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4673
  • 100 RUB4.3180
  • USD3.0614
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (231)
60 0 0

საკონსულო ბრაზილიაში საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს და ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ბრაზილიაში შტატ გოიასის დედაქალაქ გოიანიაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

საკონსულოს უხელმძღვანელებს საქართველოს საპატიო კონსული მარსელო ლელის სერტაო. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ მიიღო.

გოიანიაში საპატიო საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას ბრაზილიაში, ქვეყნის კულტურის და მრავალფეროვნების სათანადოდ წარმოჩენას, საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის განვითარებას, ტურიზმის წახალისებას და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (231)

მთავარი თემები