08:55 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
16501

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლებამ გააერთიანა, დარწმუნებულია პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველო არამარტო უნდა დაბრუნდეს ევროპაში, არამედ ევროპულ ოჯახში კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, თბილისის ცენტრში ათი ათასობით ადამიანების წინაშე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისის ცენტრი პარალიზებულია: აქციაზე „ქართული ოცნების“ ათი ათასობით მომხრე მივიდა >>

ბიზნესმენი სიტყვით გამოვიდა მმართველი პარტიის საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.

„საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში. მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა! მჯერა, რადგან ვხედავ, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია – ერი და ბერი, ერთიანი და მტკიცეა ამ არჩევანში!“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე 2012 წლის საპროტესტო აქცია გაიხსენა. მაშინ ქართული ოცნების“ მომხრეები გავიდნენ ქუჩებში და მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გააპროტესტეს.

„შვიდი წელი გავიდა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი შეკრებიდან, როდესაც აქ, ამ მოედანზე, ნახევარი მილიონი თანამოქალაქე შევიკრიბეთ. მოედანზე, რომელიც თავისუფლების სახელს ატარებს. შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე, ჩვენ, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე საქართველოსთვის ევროპის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია; ევროპა ტოლერანტობა და მრავალფეროვნებაა. ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი, თამამად და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბოლო წლების განმავლობაში ეს აქცია მმართველი პარტიის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. დედაქალაქში შეიკრიბნენ როგორც თბილისის, ისე რეგიონის მცხოვრებნი, რომელთათვის სპეციალური ტრანსპორტი იყო ორგანიზებული.

„ქართული ოცნების“ აქცია გაიმართა ოპოზიციური პარტიების უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ახლებური სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

მთავარი თემები