09:16 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სასამართლო სკანდალი საქართველოში (40)
122 0 0

თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გამართავს

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის შალვა თადუმაძის უზენაეს მოსამართლედ არჩევის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურატურა ხელმძღვანელის გარეშე დარჩა.

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას, მათგან ორი უკვე მუშაობს სასამართლოში. მათ შორის, ახალი მოსამართლეები გახდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მისი მოადგილეა. ამასთან, მალე საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამი კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭოში წარსადგენად სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორთან და სხვა პირებთან კონსულტაციებს დაიწყებს.

განხილვის შემდეგ, საპროკურორო საბჭო შეარჩევს ერთ კანდიდატს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

გენერალური პროკურორი შეიძლება გახდეს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე ნასამართლეობის გარეშე, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება ან თუ ის არის აკადემიური საზოგადოების ან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და იურისტად მუშაობის მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება გააჩნია.

თემები:
სასამართლო სკანდალი საქართველოში (40)

მთავარი თემები