09:52 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
104 0 0

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდნენ ქვეყნის გენპროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას, მათგან ორი უკვე მუშაობს სასამართლოში.

მიუხედავად ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტისა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების უმრავლესობას მხარი დაუჭირეს.

ყველაზე მეტი ხმა მიიღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ.

გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

კანონმდებლების მხარდაჭერა ასევე მიიღეს კანდიდატებმა:

მერაბ გაბინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე

მირანდა ერემაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე

თამარ ზამბახიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

ვლადიმერ კაკაბაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

ლევან მიქაბერიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

ნინო ქადაგიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

ქეთევან ცინცაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტი

ალექსანდრე წულაძე, იურიდიული ფირმა CLL Law Firm-ის პარტნიორი.

მთავარი თემები