პოლიციამ პარლამენტთან აქციის 12 მონაწილე დააკავა

© Sputnik / Shota Nozadzeსაპრტოტესტო აქცია
საპრტოტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა ამ დრომდე გრძელდება.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის 12 მონაწილეა დაკავებული, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

დაკავებულებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
„მათ არ აქვთ მორალური უფლება" – "ნაცმოძრაობის" მოწინააღმდეგეები პარლამენტთან შეიკრიბნენ

პარტია „ახალი საქართველოს" წარმომადგენლების ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები – გიორგი თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გურამ ჩალაგაშვილი, ზურაბ კოსტავა, დავით კაკაურიძე, კახაბერ მაჩიტიძე და სხვები.

ოპოზიციამ და ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის პიკეტირება დილიდან დაიწყეს, ისინი უზენაეს სასამართლოში არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების დანიშვნას აპროტესტებენ. აქცია სახელწოდებით „არა არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებს" ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, პერიოდულად პოლიციასთან შეხლა-შემოხლა ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0