12:32 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (75)
11310

ოპოზიციამ ზურაბიშვილი ქართული ჯარის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვები კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართველი სამხედროების გმირობას ხაზი გაუსვა და გამარჯვებები და ჯანმრთელობა უსურვა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამ ფორმით გააკეთა კომენტარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა. გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ არც ჯარი გვყავს, არც იარაღი, და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".

ამის შემდეგ ოპოზიციამ ზურაბიშვილი ქართული ჯარის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვები კიდევ ერთხელ დაამახინჯეს და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

„ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და, პირველ რიგში, უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა მათ, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოთხშაბათს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების თავდასხმისას ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაშავდა.

გახარიას სიტყვებით, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც.

ოპოზიცია ქართული ჯარის შესახებ პრეზიდენტის განცხადებით შეშფოთებულია

„დღეს ქართულმა არმიამ, ქართულმა ჯარმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და აჩვენა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება", – განაცხადა პრემიერმა.

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) არასაბრძოლო მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული, რომელთა ფუნქციებია ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების წვრთნა და სწავლება.

საქართველოდან მისიაში 872 სამხედრო პირი მონაწილეობს. ისინი დისლოცირებული არიან ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში.

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (75)

მთავარი თემები