06:18 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
95 0 0

საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“, რომელიც ამ ეტაპზე გამომძიებლის კითხვების გახმოვანების არძალვას გულისხმობს

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ოპოიციური „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს.

გვარამია ხუთსაბათს მოწმის სახით გამოკითხვაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს–ი) გამოიძახეს, თუმცა, მან მოსამართლის დასწრება მოითხოვა. გამოკითხვა პარასკევს გაიმართა.

„317-ე მუხლია (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), უკვე მესამედ, ამჯერად სტატუსისთვის, „საიდუმლო“ გრიფი ადევს და „საიდუმლო“ გრიფი ამ ეტაპზე გულისხმობს, რა კითხვებიც დავსვით, ის არ გაახმაუროთო“, – განუცხადა გვარამიამ ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ.

ამასთან, გვარამია არ უარყოფს, რომ საქმე ეხება მის პოსტს Facebook–ში, რომელშიც იყო ფრაზა „უზურპატორი ჩვენ უნდა დავამხოთ“.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც გვარამიას, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)

მთავარი თემები