05:58 23 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2045
  • 100 RUB4.6576
  • USD2.8895
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (357)
8501

ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრების შეხვედრაზე იხილება საინტეგრაციო პროცესის საგზაო რუკები და დღემდე შეუთანხმებელი საკითხები

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ბელარუსელ კოლეგა სერგეი რუმასთან ინტეგრაციის საკითხზე ორი ქვეყნის მუშაობა შეაფასა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

რუსეთის პრემიერის თქმით, მთავრობის მიერ ინტეგრაციის საკითხზე გაწეული სამუშაო საფუძვლიანი იყო. მან დასძინა, რომ ეს არის ბოლო შეხვედრა სამთავრობო დონეზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრამდე.

„ჩვენი მთავრობების, ორი ქვეყნის მთავრობების, ეკონომიკური განვითარების მინისტრების, ვიცეპრემიერების მიერ გაწეული სამუშაო – ძალიან სწრაფი და, ამავდროულად, ძალიან საფუძვლიანი იყო. მაგრამ ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა საკუთარ თავზე ვიღებთ ყველა გადაწყვეტილებას. ამას, უბრალოდ, ვერც გავაკეთებდით. სწორედ ამიტომ მოგვიწია, გვეთხოვა პრეზიდენტების შეხვედრა“, – აღნიშნა მედვედევმა.

ამას წინათ მედვედევმა განაცხადა, რომ ბელარუსელ კოლეგასთან ერთად, ერთობლივი მოლაპარაკების შემდეგ, მიმართავდნენ ორი ქვეყნის ლიდერებს. ამასთან, მისი თქმით, 8 დეკემბრისთვის რუსეთისა და ბელარუსის მთავრობები შეეცდებიან ყველა საკითხზე კონსენსუსის მიღწევას. როგორც მოსალოდნელია, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო შეხვედრას 7 დეკემბერს გამართავენ.

„იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრა ბევრს მოჰფენს ნათელს“, – აღნიშნა მედვედევმა.

თემები:
რუსეთი დღეს (357)

მთავარი თემები