08:43 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

მმართველ პარტიაში დიდი არეულობაა: უმრავლესობაში ვერ გადაუწყვეტიათ, როგორი სისტემით ჩაატარონ არჩევნები

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ კვლავ ვერ თანხმდებიან არჩევნების სისტემაზე.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს, 2024 წლის არჩევნები კი – პროპორციულით.

შემცვლელები ნაპოვნია: „ქართულმა ოცნებამ“ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა

ზაფხულში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული და არა შერეული სისტემით, როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციითაა გათვალისწინებული.

თუმცა ნოემბერში შესაბამისი კანონპროექტი ჩავარდა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების პროტესტის გამო. ახლა კი მათ, ვინც უარი თქვა პროპორციული სისტემის მხარდაჭერაზე, მოამზადეს ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და არჩევნების ახალი მოდელის მიღების წინადადებით გამოდიან.

ახალი ინიციატივა

მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივა ითვალისწინებს არჩევნების მთელი სისტემის შეცვლას და ორპალატიანი პარლამენტის შემოღებას, რომელშიც ორივე პალატის წარმომადგენლები მაჟორიტარული სისტემით აირჩევიან.

„ვფიქრობთ, რომ პროპორციული სისტემა და ჩანაწერი კონსტიტუციაში საფუძველს აძლევს დესტრუქციულ ძალებს, გააგრძელონ მათთვის დამახასიათებელი ქუჩის დესტრუქციული ქმედება. ეს ქმნის საფრთხეს, რომ სისტემა არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს შექმნის“, – განმარტა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი სიტყვებით, უახლოეს მომავალში მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთი ინიციატივის პარლამენტში წარსადგენად ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

„ჩვენ გავალთ ხალხში, შევაგროვებთ 200 ათას ხელმოწერას, გავზრდით საზოგადოებრიობის ინფორმირებულობას საარჩევნო სისტემაზე და გავაცნობთ ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელის უპირატესობებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მმართველი გუნდის უმრავლესობის პოზიცია

მმართველ პარტიაში უკვე ნათლად მიანიშნეს, რომ ხუნდაძისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივა უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

„საქართველოს პარლამენტში არ არის რესურსი კონსტიტუციაში შესწორებების შესატანად, მით უმეტეს, როცა ეს ეხება მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ მას შემდეგ, რაც მისი რიგები 15–მა დეპუტატმა დატოვა, უკვე არასაკმარისი ხმები აქვს საქართველოს კონსტიტუციაში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ცვლილებების შესატანად.

ამასობაში, მთელი ოპოზიცია და მმართველი პარტიის დეპუტატთა ნაწილი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას უჭერს მხარს.

2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციამ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად შეძლო გაერთიანება და ახლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად იბრძვის.

მთავარი თემები