ვახტანგ გომელაური აქციების თბილი წყლით დაშლის პირობას დებს

© photo: Sputnikვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, უწყება მაქსიმალურად ცდილობს, რომ აქციის დაშლისას არავინ დაშავდეს

თბილისი, 3 დეკემბერი  — Sputnik.  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირობა დადო, რომ შემდგომ ჯერზე აქციის დაშლისას თბილ წყალს გამოიყენებენ.

გომელაურის სიტყვებით, უწყების თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ აქციებზე არავინ დაშავდეს, თუმცა, ოპოზიცია პოლიციას ძალის გამოყენებას აიძულებს. 

ლაშა ჩხარტიშვილი აქციაზე - Sputnik საქართველო
დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი დემონსტრანტი დააკავეს

 „ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ, თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან არ წყდება. ამ დღეს პარლამენტში ხელისუფლების მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ჩავარდა. რიგი მაჟორიტარი დეპუტატების გამო კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტის მიღება და არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა  ვერ მოხერხდა.

ოპოზიცისს განცხადებით, პროტესტის ტალღა იმ დრომდე არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება არ დანიშნავს  პროპორციული სისტემით ვადამდელ არჩევნებს. ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვა აღარ მოხდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

სწორედ საპროტესტო აქციების დაშლის მიზნით შსს–მ თბილისში ორჯერ გამოიყვანა სპეცდანიშნულების რაზმი და  წყლის ჭავლი.

ყველა ახალი ამბავი
0