16:57 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
7910

ერთადერთი შეთანხმება, რასაც ორგანიზაცია განიხილავს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ - პროპორციული არჩევნებია

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „სირცხვილიას“ არდაშვება მოლაპარაკებებზე მცდელობაა, გააჩინოს დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში.

„მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას“ - ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიწყო >>

სასტუმრო „ბილტმორში“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე არ არიან მიწვეული ახალგაზრდული მოძრაობები და ორგანიზაციები, რომლებიც ზაფხულიდან მოყოლებული პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებად მიიჩნევიან.

დიღმელაშვილის განმარტებით, ხელისუფლების მიერ შექმნილ მოლაპარაკების ფორმატი შირმაა, რადგან მასზე დაპატიჟებული ოპოზიცია ვერაფრით ისაუბრებს აქციების საორგანიზაციო ჯგუფის სახელით.

„მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის განმარტებით, თუ მინიმალური შანსი მაინც არსებობს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ბიძინა ივანიშვილი წავა დათმობაზე, შემოთავაზებული ფორმატის მიუღებლობის მიუხედავად, ორგანიზაციას არ აქვს მისი ობსტრუქციის მორალური უფლება.

„ერთადერთი შეთანხმება, რასაც განვიხილავთ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ - პროპორციული არჩევნებია. თანახმა ვართ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შევთავაზეთ“, – წერს შოთა დიღმელაშვილი.

„მოემზადეთ არჩევნებისთვის" – წულუკიანმა მომიტინგეებს მიმართა >>

ხელისუფლების მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე. ოპოზიციის მხრიდან - „ნაციონალური მოძღაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

მოლაპარაკებების ძირითადი თემაა საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელი.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები