03:31 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (71)
79 0 0

ხუთი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი პროკურორი და გამომძიებელი უხელმძღვანელებს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 45 წლის ნიკოლოზ მარსაგიშვილი დანიშნა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

აქციაზე დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმეს >>

საბჭოს გადაწყვეტილებით, მარსაგიშვილი ამ პოსტზე ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც ყოფილი თავმჯდომარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი მოსამართლე 2008 წელს გახდა. მანამდე იგი 9 წლის განმავლობაში პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობებს იკავებდა. მარსაგიშვილის პირველი დანიშვნა იყო გორის საოლქო სასამართლო, რომელსაც ის ბოლო ორი წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა.

თემები:
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (71)

მთავარი თემები