18:29 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
60 0 0

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაში მონაწილეობდა, პოლიციის ავტომობილში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

უგულავას გარდა პოლიციამ აქციიდან გაიყვანა ასევე პარლამენტის დეპუტატები „ევროპული საქართველოდან" გიორგი კანდელაკი და ირაკლი აბესაძე, მათთან ერთად ასევე რამდენიმე აქტივისტი.

შსს ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს – ისინი დააკავეს თუ საპროტესტო აქციაზე ვითარების დაძაბვის თავიდან არიდების გამო ტერიტორიიდან გაიყვანეს.

თბილისში დილიდან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა პარლამენტის შენობასთან მოიყარა თავი. მოგვიანებით დემონსტრანტები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ლიდერობით ეროვნული ბიბლიოთეკის შენობისკენ გაემართნენ, სადაც მთავრობის ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება და სადაც ამჟამად მიტინგი მიმდინარეობს.

 

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები