18:55 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
123 0 0

საქართველოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ წელიწადში დაახლოებით 50 ათას სამუშაო ადგილს შექმნის.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა.

საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა ქვეყანაში ადვილი არ არის.

საქართველოს პრემიერმა ქვეყნის სამი მთავარი პრობლემა დაასახელა>>

„ჩვენი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა... ძლივს დავარწმუნე ჩემი გუნდი, და ამაზე დიდი დრო დამჭირდა, რომ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და არ უნდა ვილაპარაკოთ ეიფორიაში, რომ აღმოვფხვრით უმუშევრობას, ყველას მივცემთ სამუშაო ადგილებს და დავაბრუნებთ ჩვენს მიგრანტებს. ეს ადვილი არ არის", – განაცხადა ივანიშვილმა ტელეარხ „იმედის" გადაცემაში „SWOT ანალიზი".

შრომითი მიგრანტების რაოდენობა, რომლებმაც საქართველო დატოვეს, ასევე უმუშევრების ორ მილიონს აღწევს. ივანიშვილს მიაჩნია, რომ კარგი ეკონომიკის პირობებში წელიწადში დაახლოებით 50 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლება.

მისი თქმით, ათწლეულები დასჭირდება იმას, რომ ყველა სამშობლოში დასაქმდეს. ივანიშვილმა პრობლემა უწოდა იმასაც, რომ დღეს ბევრი მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ არალეგალურად არის წასული.

„ჩემი ინიციატივა იყო ეს და მამუკა ბახტაძესთან ერთად განვიხილავდით... აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე თვეა ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან... და ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ევროპელებს აქვთ. ევროპელებს აქვთ სამუშაო ადგილები და აკლიათ სამუშაო ძალა, ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა", – აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა მაგალითად მოიყვანა პოლონეთი და ლიეტუვა, რომლის მოქალაქეები ასევე ხშირად გადიან სამუშაოდ საზღვარგარეთ. ივანიშვილის თქმით, მათი უფლებები შელახული არ არის და მათ ღირსეულად შეუძლიათ სხვა ქვეყნებში მუშაობა. ხოლო საქართველოს მოქალაქეები იქ არალეგალურად იმყოფებიან და სამშობლოში დაბრუნებას, ახლობლებთან ურთიერთობებს ვერ ახერხებენ.

ივანიშვილის განცხადებით, თუ მოხერხდება კონტრაქტების გაფორმება, უფასოდ გადაამზადებენ შრომით მიგრანტებს და ევროპის ქვეყნებში სამუშაოდ გაგზავნიან. ამასთან, შესაძლებელია იაფი ფრენების სუბსიდირების გაზრდა და, მაგალითად, პარიზში გაფრენა 30-40 ევროდ იქნება შესაძლებელი. მიგრანტები კვირაში ერთხელ შეძლებენ სახლში ჩამოსვლას.

თუ ლიეტუვაში დასაქმება გადაწყვიტეთ: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ>>

„2 მილიონ სამუშაო ადგილს საქართველოში ვერც ერთი ეკონომიკა ვერ შექმნის. ამიტომ სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ და ხალხს ღირსება დავუბრუნოთ", – განაცხადა ივანიშვილმა.

სტატისტიკა

უმუშევრობა საქართველოში მცირდება, მაგრამ ის მაინც ქვეყნის მთავარ პრობლემად რჩება.

ოფიციალური სტატისტიკით, უმუშევრობა საქართველოში 12,2%-დან 11,1%-მდე შემცირდა. ასეთია 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემები.

დასაქმების პრობლემა ყველაზე მწვავედ ქალაქებში დგას. მიუხედავად ამისა, ქალაქებში უმუშევრობის დონე 1,7%-ით, ხოლო სოფლებში - 0,5%-ით შემცირდა.

უმუშევრობა უფრო მამაკაცებში გვხვდება, ვიდრე ქალებში.

მთავარი თემები