ბლაგოდირენკო: Sputnik-ის ჟურნალისტებს უჭირთ ბალტიის ქვეყნებში

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიანდრეი ბლაგოდირენკო
ანდრეი ბლაგოდირენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბალტიის ქვეყნებში სააგენტოს ჟურნალისტებს ქვეყნის ოფიციალური პირები პრინციპულად ეუბნებიან უარს ურთიერთობაზე. უფრო მეტიც, Sputnik-ი პრესრელიზებსაც არ იღებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ასევე ვერ გადის აკრედიტაციას სახელმწიფო დონეზე.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებები Sputnik-ის ჟურნალისტებს ისე ექცევიან, როგორც მოესურვებათ, განაცხადა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე ანდრეი ბლაგოდირენკომ ტელეარხ НТВ-ს გადაცემაში Своя правда.

მისი აზრით, ახლა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სასანქციე ტალღა მზადდება და ამიტომ მოვლენები, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის გარშემო ვითარდება ბალტიაში, შემთხვევითი არ არის.

„მე მაქვს სრული შეგრძნება იმისა, რომ ახლა ჩვენ მორიგი სასანქციო ტლღის წინ ვდგავართ. WADA-მ განაცხადა, რომ რუსეთი უნდა ჩამოშორდეს ოლიმპიურ თამაშებს, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს. ის, რაც იყო ორი-ოთხი წლის წინ. მოვლენები, რომლებიც ჩვენი რედაქციების გარშემო ვითარდება ბალტიის ქვეყნებში, ყველაფერი ერთად რომ დავაჯამოთ, მიყალიბდება გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. და ბალტიის ქვეყნებში ზელენსკის ვიზიტიც ამ კალაპოტში ჯდება“, − განაცხადა მან.    
ტელეარხ RT-ს ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
ბრიტანეთში რეფერენდუმის წინ RT-სა და Sputnik-ის პოპულარობაზე ალაპარაკდნენ

ბლაგოდირენკომ აღნიშნა, რომ Sputnik-ის რედაქცია ბალტიის ქვეყნებიდან მხოლოდ ესტონეთშია ბაზირებული. და თუ მანამდე თანამშრომლების ხელფასებთან და ოფისის იჯარის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები არ იყო, ახლა უკვე წამოიჭრა სირთულეები.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ყველა არხი გადაგვიჭრეს გადახდების განსახორციელებლად. პრეტენზიები მარტივია. ისინი გვეუბნებიან, რომ ფული, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня უხდის თავის თანამშრომლებს ბალტიის ქვეყნებში, სუფთა არ არის, ტერორისტულია“, − განმარტა ანდრეი ბლაგოდირენკომ. 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ბალტიის ქვეყნებში სააგენტოს ჟურნალისტებს ქვეყნის ოფიციალური პირები პრინციპულად ეუბნებიან უარს ურთიერთობაზე. უფრო მეტიც, Sputnik-ი პრესრელიზებსაც არ იღებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ასევე ვერ გადის აკრედიტაციას სახელმწიფო დონეზე.

გარდა ამისა, ბლაგოდირენკომ საზოგადოებას Sputnik ლიეტუვასა და Sputnik ლატვიის შეფ-რედაქტორების, მარატ კასემისა და ვალენტინს როჟენცოვსის დაკავების ფაქტებიც შეახსენა.

ყველა ახალი ამბავი
0