შვედეთის სასამართლო უკრაინის მხარეს დადგა „გაზპრომისა“ და „ნაფტოგაზის“ დავაში

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში„გაზპრომი“
„გაზპრომი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დადგენილებაში ნათქვამია, რომ რუსულ კომპანიას უარი ეთქვა მოთხოვნაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ან გასაჩივრება შეუძლებელია. 

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. შვედეთის ოლქ სვეას სასამართლომ უარი უთხრა „გაზპრომს“ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უკრაინულ „ნეფტოგაზთან“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ რუსულ კომპანიას უარი ეთქვა მოთხოვნაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ან გასაჩივრება შეუძლებელია. 

აღინიშნება ისიც, რომ საპროცედურო დარღვევები არ გამოვლენილა. 

სტოკჰოლმის არბიტრაჟმა 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვალში გამოიტანა გადაწყვეტილება „გაზპრომისა“ და „ნაფტოგაზის“ დავაზე, გაზის მიწოდებასა და ტარნზიტზე, და დაავალდებულა რუსული კომპანია, გადაუხადოს უკრაინულ კომპანიას 2,56 მლრდ დოლარი. „გაზპრომმა“ გადაწყვეტილება 2018 წლის მარტში გაასაჩივრა, ხოლო მასიში „სატრანზიტო“ გადაწყვეტილების სრულად გაუქმება მოითხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0