04:51 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (71)
232 0 0

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც თანამდებობაზე გასულ კვირას დაინიშნა და საქმიანობა საკადრო ცვლილებებით დაიწყო

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, იუწყება პირველი არხი.

უწყებას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

წინა კვირას შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად ლევან კაკავა დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე უწყების ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. კაკავამ ამ თანამდებობაზე ვახტანგ ლაშქარაძე შეცვალა.

საქართველოს შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს >>

როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, შემოსავლების სამსახურსა და საბაჟო სამსახურს არცერთი შეცდომა არ ეპატიებათ. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ქვეყნის სახელმწიფო ხაზინა შემოსავლების სამსახურის გამართული მუშაობის წყალობით შეივსება.

 

თემები:
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (71)

მთავარი თემები