04:04 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (187)
140 0 0

ალბანეთის დედაქალაქთან დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ალბანეთის ხალხს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო უსამძიმრებს, საგარეო უწყებამ სამძიმარი სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოაქვეყნა.

„ვუსამძიმრებთ ალბანეთში გამანადგურებელი მიწისძვრის მსხვერპლთა ყველა ოჯახის წევრს. ჩვენი ფიქრები ალბანელ ხალხთანაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ალბანეთის დედაქალაქ ტირანასთან ახლოს დღეს, დილით 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგების აღმოფხვრაზეც 1 900 პოლიციელი მუშაობს, იუწყება მასმედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერ რყევებს აფტერშოკების სერია მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 5 მაგნიტუდას აღემატებოდა. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია 8 და დაშავებულია 300 ადამიანი. ამ დროისათვის დაკეტილია ქვეყნის ყველა სკოლა და ასევე აეროპორტები.

ბოლო ნონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (187)

მთავარი თემები