Amnesty International: აშშ ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს

© Sputnik / Alex Shlamovსპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან გზა გადაკეტა
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან გზა გადაკეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის ირგვლივ მიმდინარე აქციის მონაწილეები დაშალა.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრებისა და უთანხმოების გამოთქმის უფლებას, წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აშშ-ის ბიუროს ევროპისა და ცენტრალური აზიის ადვოკაციის დირექტორი დენიელ ბალსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

დენიელ ბალსონი თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა – გიორგი გახარიამ და აშშ-ში საქართველოს საელჩომ უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან თბილისში განვითარებულ პროცესებს.

„რადგანაც პოლიცია ცდილობს საქართველოში პროტესტის შეჩერებას, Amnesty ცხადად ამბობს, რომ უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრების და უთანხმოების გამოთქმის უფლებას. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა – გიორგი გახარიამ, საქართველოს საელჩომ შეერთებულ შტატებში და სხვებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები ახლოდან აკვირდებიან თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ვაშინგტონში ყურადღებას მიაქცევენ, როგორ ეპყრობიან უსაფრთხოების სამსახურები დემონსტრანტებს", – წერს დენიელ ბალსონი.

სპეცრაზმი - Sputnik საქართველო
აქციის დაშლის შედეგები: 28 დაკავებული, სამი დაშავებული

26 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის ირგვლივ მიმდინარე აქციის მონაწილეები დაშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის ცენტრში გამთენიისას სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების პარლამენტის შესასვლელებიდან გაყვანის დროს დაშავდა სამი ადამიანი, დაკავებულია 28 პირი.

ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ორშაბათიდან გადაწყვიტა, რათა სამშაბათს ხელი შეუშალოს დეპუტატებს მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პლენარული სხდომის ჩატარებაში. დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან ბოიკოტი გამოაცხადეს. ბევრი მათგანი საპროტესტო აქციებში 14 ნოემბრიდან მონაწილეობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო რეფორმა ჩავარდა.

ყველა ახალი ამბავი
0